Overview
საგამოცდო ცენტრი – დამკვირვებლები (შტატგარეშე პოზიცია) Jobs in Tbilisi, Georgia at Tbilisi State University
Title: საგამოცდო ცენტრი – დამკვირვებლები (შტატგარეშე პოზიცია)
Company: Tbilisi State University
Location: Tbilisi, Georgia
VACANCIES: საგამოცდო ცენტრი – დამკვირვებლები (შტატგარეშე პოზიცია)
Category: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული
Period of receipt of tender documents: 29/03/2025 – 08/04/2025
კონკურსი (გასაუბრება) გამოცხადდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.
ანაზღაურება დღიურად დარიცხული 38 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა – უნივერსიტეტის ქ. N11.
სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება 9:00 – დან 18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.
Დამკვირვებლის Ფუნქცია-მოვალეობები
ა) საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;
ბ) სტუდენტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა;
გ) საგამოცდო ბილეთების დარიგება;
დ) გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვება მისთვის განსაზღვრულ სექტორში;
ე) სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი;
ვ) სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკური შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
ზ) საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;
თ) საგამოცდო ნაშრომების გადაცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლისათვის.
Აპლიკანტი Უნდა Აკმაყოფილებდეს Შემდეგ Პიროვნულ Თვისებებს, Იყოს
ა) ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
ბ) ოპერატიული;
გ) ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური;
ე) ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ზ) პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
თ) ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ – [email protected]
ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი;
ბ) CV ქართულ ენაზე;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;